მზე, ზღვა და კარგი ფილმები

cropped-cropped-biaff-2016-cover
BATUMI INTERNATIONAL ART-HOUSE FILM FESTIVAL

 

 

უკვე  მე–11 ზაფხულია, რაც აგვისტოს ხმაურიან დღეებს ბათუმში არანაკლებ ხმაურიანი (ვიტყოდი გა–ხმაურებული) ბევრი ჩვენი საყვარელი ადამიანისთვის საყვარელი, საინტერესო და სიახლეებით სავსე BIAFF აგვირვინებს.

ვიტყოდი, რომ ეს იქნებოდა იდეალური ზაფხულის იდეალური დასასრული. (ჩემს შემთხვევაში, უბრალოდ ზაფხული არ გახლდათ იდეალური , თორემ დასასრული კი ნამდვილად იმედისმომცემი მეჩვენება)

BIAFF–ზე დასწრება მართლაც დაამშვენებდა ნებისმიერი ტიპის ზაფხულს.

აი, თუნდაც შენ, მთელი ივნის–ივლის–აგვისტო რომ ქაღალდების დასტას უყურებდი, ამ სამი თვის განმავლობაში რომ მხოლოდ ოფისის თეთრ კედელზე ჩამოკიდებული საათის ისრების ხმას უსმენდი და ცდილობდი, სახეზე ღიმილი შეგენარჩუნებინა, როდესაც სოციალურ ქსელებში ახლობელ–მეგობრების გულწრფელად ბედნიერი ჩექინი გხვდებოდა შენთვის იმ დრიოსთვის თითქმის საოცნებო ლოკაციიდან. ეს ხომ შენი შანსია, იყო ბათუმში, შეძლო ახალი მოგონებების დაგროვება და მიიღო დიდი სიამოვნება!

დიახ, შენთვისაც, ვინც ლამაზი რუჯით მოხვალ ფესტივაზე, დიდი დასვნების შემდეგ ბედნიერი ღიმილით. ეს ხომ შენი შანსია, ბოლო იდეალური შტრიხი შემატო შენს თავგადასავლებით სავსე ზაფხულს!

კი, ნამდვილად, შენთვისაც, ვინც არასდროს ყოფილხარ ამ ფესტივალზე და უბრალოდ გაინტერესებს, რა შეიძლება იყოს?! რასაც ლოგიკურ გაგრძელებად შემდეგ ფესტივალებზეც გარდაუვალი ვიზიტი მოჰყვება ხოლმე.

კინომოყვარულებზე კი აღარაფერს ვამბობ, თქვენთვის ალბათ უკვე 11 წელია ცნობილია ის განცდა, რომელიც ბათუმის ფილმების ფესტივალს ახლავს თან.

ძალიან საინტერესო სიახლეებით, ბევრი კარგი ფილმით და მზიანი განწყობით – სასიამოვნო ფესტივალს გისურვებთ !!!

Advertisements

One thought on “მზე, ზღვა და კარგი ფილმები

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s